სხვა

ჩოგბურთი

Rogers Cup-ზე ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
ტორონტოს საჩოგბურთო მასტერზე, რომელსაც Rogers Cup-საც უწოდებენ, ძირითადი ბადის წილისყრა შედგა.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი რაფაელ ნადალი პირველ წრეში დაისვენებს და შემდეგ ჯარედ დონალდსონსა და ბენუა პერს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

მოქმედი ჩემპიონის ალექსანდრ ზვერევის მეტოქეს დავიდ ფერერირსა და რომელიმე კვალიფიკანტი ჩოგბურთელის შეხვედრა გაარკვევს.

ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც პირველ წრეში ასევე თავისუფალია, ან რაიან ჰარისონს, ან კეი ნიშიკორის შეხვდება.

მარინ ჩილიჩის მეტოქეს კი ვასეკ პოსპიშილისა და ბორნა ჩორიჩის მეტოქე გამოავლენს.

სამაგიეროდ, პირველ წრეში არ ისვენებენ ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც ნოვაკ ჯოკოვიჩი
და სტენ ვავრინკა არიან.

პირველი მათგანი ჰეიონგ ჩუნგს დაუპირისპირდება და ავსტრალიის ღია პირველობაზე მარციხსთვის რევანშის აღებას შეეცდება.

რთული მეტოქე ერგო სტენ ვავრინკასაც, რომელსაც ავსტრალიელი ნიკ კირიოსის ბარიელის დაძლევა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

Rogers Cup-ზე არ იქნება ასევე ლეგენდარული როჯერ ფედერერიც.

altმოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს