სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა.

ქართველი იტალიელ მატეო ბერეტინისთან ორ სეტში - 5:7, 3:6 დამარცხდა. ნიკოლოზმა ორი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ბერეტინიმ, ამ მოგებით, ჩვენებურთან ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში შეამცირა და 1:2 გახადა.

ბასილაშვილს რეიტინგში რეგრესი არ ელის, რადგან წინა წელს Winston-Salem-ზე არ უთამაშია და ქულები არ დააკლდება.

ახლა ის ამერიკის ღია პირველობაზე გადაერთვება, რომლის ძირითადი ბადის შეხვედრები 27 აგვისტოდან დაიწყება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი ბრუნდება! - ქართველი

ჩოგბურთელი ამერიკულ ტურნირებში ჩაერთვება

altმოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს

ასევე დაგაინტერესებთ