სხვა

ჩოგბურთი

ცნობილია, როდის ითამაშებს ეკატერინე გორგოძე US OPEN-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს

AutoSharing Option
ეკატერინე გორგოძე ამერიკის ღია პირველობაზე თავის მეორე შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩაატარებს.

მისი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი მე-5 და ამჟამად 123-ე ნომერი, კანადელი ეჟენი ბუშარი იქნება.

შეხვედრა მე-11 კორტზე, მესამე მატჩადაა ჩანიშნული.

გამარჯვების შემთხვევაში, გორგოძე კვალიფიკაციის ფინალში ჯეიმი ლოებსა და ისალინ ბონავენტურს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

altდაკარგული ნიჭი და არაპროფესიონალიზმი - ვინ არის ეკატერინე გორგოძის ულამაზესი მეტოქე ეჟენი ბუშარი

altUS OPEN. საკვალიფიკაციო: ეკატერინე გორგოძემ სასწაული თამაში შემოატრიალა [VIDEO]