Us Open: ნადალი ბასილაშვილთან შეხვედრის წინ თავისი მუხლის მდგომარეობით შეშფოთებულია

AutoSharing Option
ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე, ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი თვით რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება და შესაძლოა, ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

ბასილაშვილმა ტურნირზე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა და შესანიშნავ ფორმაშია. ის რეიტინგში 31-ე ადგილზე აღზევდა, რაც მისი რეკორდია. ახლა ყველა ქართველი გულშემატკივარი მომავალი მატჩის მოლოდინშია.

ნადალმა მძიმე ბრძოლაში, რომელიც 4 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, სძლია კარენ ხაჩაროვს 5:7, 7:5, 7:6, 7:6. ესპანური პრესის ცნობით, რაფაელს მუხლი
სტკივა და შიშობენ, რომ ბასილაშვილთან თამაშისას პრობლემა შეექმნება. as-ს მიაჩნია, რომ ნადალისთვის ბასილასვილი შეიძლება ხაჩაროვზე უფრო ადვილად დასამარცხებელი მეტოქე იყოს.

"ცინცინატში არ მითამაშია. ასე რომ, მომავალი შეხვედრა შესაძლოა, ჩემთვის საკვანძო იყოს. რა თქმა უნდა, თუ ფიზიკური პრობლემები არ შემექმნა. იმედია, ასე არ მოხდება და სათამაშოდ სრულად მზად ვიქნები. არ მინდა, ჩემს მუხლზე რამე ვთქვა.", - განაცხადა ნადალმა.

მისმა მწვრთნელმა კარლოს მოიამ კი აღნიშნა, რომ მუხლი ოდნავ ასტკივდა, თუმცა სანერვიულო არაფერია და მხოლოდ ხანდახან აწუხებს.

ბასილაშვილი ნადალს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა - შარშან როლან გაროსის ტურნირზე სამ სეტში დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში ის კიდევ 209 ათას დოლარს გამოიმუშავებს და რაც მთავარია, რეიტინგშიც დაწინაურდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Eurosport 1 ან http://smotretsport.tv/3-eurosport.html
გოჩა
02 სექტემბერი 2018 20:39
0
laivi iqneba
da
02 სექტემბერი 2018 18:34
0
ლინკი იქნებ ვინმემ ჩააგდოს რომ ვუყუროთ ლაივში?
სურებელი
02 სექტემბერი 2018 16:59
0
ნადალი ცხოველია,მაგას რომ მოუგო ნადირი უნდა იყო.
zas.
02 სექტემბერი 2018 16:56
0
ფულების თვლას ჯობია ერთი ტრანსლაცია აჩვენოს ვინმემ ან რამე ლინკი მაინც ჩააგდეთ სადმე რო ვუყუროთ. ყველას ფასიანი არხების ნახვა ხო არ შეუძლია....
გიორგი
02 სექტემბერი 2018 15:27
0
ჩვენებურს ეხლა უფრო მეტი შანსი აქვს,ვიდრე ამერიკელ სოკთან ჰქონდა. ის ნადალი აღარაა ჩვენ რომ გვახსოვს.
70% მეოთხედფინალში ვართ
02 სექტემბერი 2018 08:19
6
Nikolozi moigebs
Gigi
02 სექტემბერი 2018 00:14
1
რა გახდა ეს ნადალი ბოლოსდაბოლოს აგერ სომეხმა თუ ბრძოლა გაუმართა ნიკოლოზი რითია ნაკლები. მიდი ნიკოლოზ თავზე გადაახიე მაგასაც ჩოგანი. წარამატებები!!! მთელი საქართველო გგულშემატკივრობს.
მახო
01 სექტემბერი 2018 21:29
1
თუნდაც ნადალი მუხლის ტკივილის გამო დამარჩხდეს ...
zurab
01 სექტემბერი 2018 21:06
0
წარმატებები და წინსვლა ნიკოლოზს!!!
ჩოგანა გორელი
01 სექტემბერი 2018 20:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული