Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და სამწუხაროდ დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე  და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ!

მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიკოლოზმა წელიწადნახევრის წინ ნადალს მხოლოდ ერთადერთი გეიმი მოუგო - ასე რომ,
პროგრესი სახეზეა.

მან აქამდე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

altრაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო

altUs Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
ნუთუ ვერავინ ამჩნევს (პირველ რიგში კი ავტორი), რომ ანგარიში არასწორად სწერია. ისე გამოდის, თითქოს შეხვედრა 2:2 დამთავრებულა!
მკითხველი
06 სექტემბერი 2018 18:35
0
ჯერ ერთი 1/16 ფინალი იყო და არა 1/8 და ლაბაძეც ზუსტად ერთხელ გავიდა მაგ დონეზე არა და ბევრი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ამერიკის ტენისის წრეებში მის მონაცემების გამო. სამწუხაროდ არა სტაბილურ თამაშით და პიროვნული არა სტაბილურობით ბევრს ვეღარ მიაღწია. ბასილაშვილი ბრეტ გილბერტთან ვარჯიშობდა. გილბერტი გუშინ ამ თამაშს კომენტარს უკეთებდა ადგილობრივ ტელევიზიაში და საკმაოდ აქო ნიკო და ბევრი ილაპარაკა მის არაჩვეულებრივ მონაცემებზე და დარტყმის ძალაზე და სისწრაფეზე რის გამოც მან გამოაცხადა რომ ალბათ დღეს ტურზე ნიკოზე ძლიერი პარამეტრებით არავინ არ არის. ასევე აღნიშნა რომ ეს სიძლიერე თავიდანვე მისი სუსტი ნაწილი იყო რადგან იმის მაგივრად რომ ბურთს სწორი მიმართულებით კორტში სტოვებდეს ხშირად იგი ძალისხმიერად ურტყავს და უზუსტობით გამოირჩევა რაც იწვევს ბევრ "ანფორსდ ერორს" რის გამოც მან ეს შეხვედრა ნადალთან წააგო. არა და ყველა სხვა პარამეტრით მან ნადალს აჯობა. კი გვიხარია მისი წარმატება და კიდევ ბევრს ვუსურვებდი და მე მგონია მისი მონაცემიების მოთამაშე ათეულში უნდა შევიდეს და გრანდ სლემის ნახევარფინალში მაინც გავიდეს რამდენჯერმე მაგრამ თუ ვერ ვხვდებით რატომ ვაგებთ ამა თუ იმ სპორტში თუ გინდ ფეხბურთი აიღე ან სხვა მაღალ საფეხურებზე ასვლა გაგვიჭირდება. ტენისი ძვირი სპორტია და თანხის გარდა ბევრი თავდადებაა საჭირო, მწვრთნელები ძვირია და კარგი განსაკუთრებით. იან დევიტს კარგი სახელი აქვს ამ სპორტში და იმედია სწორ ანალიზს გაუკეთებს ამ წაგებას რომელიც რაღაც დონეზე ნოკოსათვის მოგებად უნდა ითველბოდეს იმიტომ რომ ჭინა შეხვედრაში ნადალთან მან 3 სეტში მხოლოდ ერთი პარტია მოიგო. გუშინ კი თამაშიდან გამომდინარე იყო შანსი რომ მეოთხე სეტიც მოეგო სწორად რომ დაეჭყო და ბრეიკ პოინტიც ჰქონდა
და მერე რა იცი რა მოხდებოდა. სპორტულ ფსიქოლოგიაში შიშით გასვლა თამაშზე არ შეიძლება, ყველა ნერვიულობს თვით ფედერერიც და ნადალიც, მაგრამ შიშით თამაში მიუღებელია და თავში იმის გაფიქრება რომ არ წავაგო. არ წავაგომ თავში საერთოდ არ უნდა გაიაროს. კონცენტრაცია უნდა კეთდებოდეს თითო ქულაზე ტენისში და სხვა სპორტშიც სპორიდან გამომდინარე. ჭაგებაზე ფიქრი არავ დააზინებს და გირჩევნია გახვიდე იბრძოლო ბოლომდე დაიხარჯო და მერე ნახო რას მიაღწევ. ასევე აღსაღნიშნავია რომ ნიკო 26 წლის არის და ეს პატარა წლოვანება ტენისისთვის არ არის დიდი მოთამაშეები 20 წლამდე აღწევენ ბევრს. მინდა მას ვუსურვო კარგი ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება.
niko
03 სექტემბერი 2018 17:09
2
ეს იყო 4-ე რაუნდი. 4-ე რაუნდი მერვედფინალია.
დათო30
05 სექტემბერი 2018 13:27
0
ძმა 1/8 ფინალი იყო. უბრალოდ მე-4 რაუნდს ეძახეიან. ნადალი 1/4 ფინალში გავიდა. 1/64 - 1 რაუნდი. 1/32 - მეორე რაუნდს ეძახიან
1/16 - მესამე რაუნდს ეძახიან
1/8 - მეოთხე რაუნდია. სადაც ნიკოლოზი დამარცხდა
ჯიმკა707
03 სექტემბერი 2018 21:20
0
ღირსეულ ბრძოლაში წაგება არ ნიშნავს ტერმინს ღირსეული წაგება წაგება ღირსეული არარსებობს ვისაც არ შევეკითხე ყოფილ თუ მომქმედ სპორცმენს რეაქცია ყველას ერთი ქონდა.რაც შეეხება ბასილაშვილს ითამაშა რაც შეეძლო და წაგო.მეტი არაფელი რო მიხვიდე და უთხრა ეხლა მას გილოცავ ღირსეულ წაგებასო დარწმუნებულივარ ყველაზე ცოტა ვერ გაგიგებს.მაგრამ თუ ეტყვი რომ ღირსეულად გამოვიდა ამ ტურნირზე აუცილებლად ესიამოვნება. წარმატებები ბასილაშვილს ნელა ნელა წინ მიიწევს და უკვე გრანდებიც ჰარიჰარალად ვეღარ ეთამაშებიან.
zaza
03 სექტემბერი 2018 16:44
0
ბრავო!
ვახო...
03 სექტემბერი 2018 15:34
0
გუშინდელმა თამაშმა და ნადალის კომენტარმა დამარწმუნა ამ დიდი მონსტრი სამეულის გარდა ყველასთან თანაბარი თამაში და მოგება შეუძლია.ბოლო წელიწადში ამხელა პროგრესი დიდი შრომის შედეგია და იმედია ასევე გააგრძელებს.
თემო
03 სექტემბერი 2018 15:34
0
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო ის რად ღირს ამ ლეგენდამ რაც თქვა მატჩის შემდეგ ნიკაზე-ფანტასტიკური იყოო...წარმატებები ნიკა და მადლობა ნამდვილი ბრძოლის თვის.ამას ქვია ღირსეული წაგება ცნობისთვის"რომ იძახიან ეს ღირსეული წაგება რაღააო
კახა ქირია
03 სექტემბერი 2018 11:46
0
თამაშს ფრანგი კომენტატორების თანხლებით ვუყურე, რომლებიც აღტაცებას და გაკვირვებას ვერ მალავდნენ ნიკოს გამო (ნიკოს ეძახიან). ისე, ცოტა დააკლდა და ნადალს წყობილებიდან გამოიყვანდა. რამდენი ბურთი ჩაუგდო, ზედ ხაზზე დასმით! აგაშენოს ნიკა ღმერთმა ჩვენი გახარებისთვის! ცოტა ფიზიკურად მოემზადე და უფრო დიდი შედეგიც მალე მოვა. წარმატებებს გისურვებ!
არჩილ
03 სექტემბერი 2018 11:12
0
კი იბრძოლა ბასილაშვილმა, მომენტებში მართლაც ბრწყინვალე იყო, მაგრამ ნადალი ნამდვილი მონსტრია ეს შეჩვენებული. ამ ეტაპზე ნიკოლოზს შანსი არ ჰქონდა. ისე კი აშკარად უმატებს და თუ ასე გააგრძელა ნადალისაც მოუგებს ოდესმე. პირველი მოწოდება, რომ უკეთ გამოსდიოდეს ეხლაც უფრო დიდ ბრძოლას გაუმართავდა ნადალის.
irakli81
03 სექტემბერი 2018 10:54
0
ნიკა ყოჩაღ, მაგრამ ეს არაა შენი მაქსიმუმი, დარწმუნებული ვარ მოუმატებ. ძალიან მომეწონა შენი გუშინდელი თამაში, გიყურებდით და გგულშემატკივრობდით მე და მამაჩემი. წარმატებებს გისურვებ გულით
გულშემატკივარი
03 სექტემბერი 2018 10:22
0
უნდა გაუქმდეს საქართველოს ბინძური და ისედაც არარსებული ჩოგბურთის ფედერაცია. კაცი რეებს აკეთებს და ის დებილები ხელს არაფერში უწყობენ. წარმომიდგენია ნადალი რომ ბასილაშვილის ისტორიას წაიკითხავს და გაიგებს რომ მწვრთნელი ეხლაღა აიყვანა და მეზობელ თურქეთში დადიოდა სავარჯიშოდ თავისი ხარჯებით. D
1234
03 სექტემბერი 2018 09:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული