რაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში, დაძაბულ ორთაბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მეტოქე შეაქო.

„მესამე და მეოთხე სეტში გაცილებით უკეთ და აგრესიულად ვითამაშე. ვფიქრობ, კარგი ტაიბრეიკი მქონდა. ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა.

მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, რომელსაც თითქოს აკონტროლებ, მაგრამ თან ვერ აკონტროლებ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1/4 ფინალში გასვლამ ძალიან გამახარა, - განაცხადა ნადალმა.

altUs Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
თამაშის ბოლოს ბასილაშვილისთვის უთხოვია ავტოგრაფი მომეციო გთხოვოო მუხლებზე დავარდნილა.... მე კი მოვიგეო მაგრამ ისეთი წარმოდგენა მაქვსო რომ წავაგეოოო...ასე უთქვია ნადალისს ... ზედმეტი ხოარ მოგდით ჯურნალისტებს აა
reali
03 სექტემბერი 2018 21:33
12
გამეხარდა რომელია, მაგრამ კიდევ უფრო გამეხარდა - თურმე ფრანგი კომენტატორები ნიკო ნიკოო ასე მოიხსენიებენ! ცოტა უფრო ახალგაზრდა ნიკა იყო, ამ დიდი შლემის შემდეგ დაკაცდა, დაღვინდა და უკვე ნიკოა! გაუმარჯოს ჩვენს ნიკოს, სულ მოგებები, ჯანმრთელობა, წარმატებები!
aburjga
03 სექტემბერი 2018 15:20
0
ნიკა,გისურვებ წარმატებას!ცოტა კიდევ მოუმატე დატვირთვებს ვარჯიშისას და ყველაფერი კარგად იქნება.იცოდე მთელი საქართველო გგულშემაქტკივრობს!ველოდები შენს შემდეგ თამაშს ლაივ ტვ ზე.აბა შენ იცი. ღმერთი შენსკენ!
paata
03 სექტემბერი 2018 11:58
0
ნუ უთვლით რა ადგილებს თუ ღმერთი გწამთ. ათეულში შეუძლია, ოცეულში შეუძლია... ვიღაც ალბათ დაწერს მალე პირველი ჩოგნობაც შეუძლიაო. ტურნირების მოგებით გაგვახაროს მთავარია, თუნდაც მეორეხარისხოვანი.
dato
03 სექტემბერი 2018 10:08
18
ყველაფერი შეუძლია მთავარია მონდომება, ზღვარი არ არსებობს
gio
03 სექტემბერი 2018 15:41
0
ამ შეხვედრამ დაამტკიცა,რომ ნიკას გაცილებით მეტი შეუძლია და მისი ადგილი სულ ცოტა ოცეულშია.ეს ამ წელიწადში და საკულაოდ,თუ სიკეთე იქნა და რაიმე ტრავმა არ გამოუხტა,ათეულიც არ უნდა იყოს შეუძლებელი.მვრთნელების აყვანამ აშკარად არგო.ნიკას წინა გამარჯვებებსაც ვულოცავ და თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ,ამ დამარცხებასაც.ჩინებული ბრძოლა იყო.ნიკას ალბათ 4-5 სეტიანი მატჩების დატვირთვებთან შეჩვევაც სჭირდება და შემდეგ, ელიტაც ხელის გაწვდენაზეა.
სოსო
03 სექტემბერი 2018 08:33
0

სიახლეები პოპულარული