რაფაელ ნადალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში, დაძაბულ ორთაბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მეტოქე შეაქო.

„მესამე და მეოთხე სეტში გაცილებით უკეთ და აგრესიულად ვითამაშე. ვფიქრობ, კარგი ტაიბრეიკი მქონდა. ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა.

მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, რომელსაც თითქოს აკონტროლებ, მაგრამ თან ვერ აკონტროლებ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1/4 ფინალში გასვლამ ძალიან გამახარა, - განაცხადა ნადალმა.

altUs Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გამეხარდა რომელია, მაგრამ კიდევ უფრო გამეხარდა - თურმე ფრანგი კომენტატორები ნიკო ნიკოო ასე მოიხსენიებენ! ცოტა უფრო ახალგაზრდა ნიკა იყო, ამ დიდი შლემის შემდეგ დაკაცდა, დაღვინდა და უკვე ნიკოა! გაუმარჯოს ჩვენს ნიკოს, სულ მოგებები, ჯანმრთელობა, წარმატებები!
aburjga
15:20 03-09-2018
0
ნიკა,გისურვებ წარმატებას!ცოტა კიდევ მოუმატე დატვირთვებს ვარჯიშისას და ყველაფერი კარგად იქნება.იცოდე მთელი საქართველო გგულშემაქტკივრობს!ველოდები შენს შემდეგ თამაშს ლაივ ტვ ზე.აბა შენ იცი. ღმერთი შენსკენ!
paata
11:58 03-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული