სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის წყვილებში ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა

AutoSharing Option
მეცის ATP 250-იანი ტურნირის პირველ წრეში, წყვილებში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რადუ ალბოტთან ერთად ჟო-ვილფრიდ ცონგა და უგო ჰამბერი 5:7, 6:4, 10:8 დაამარცხა.

დღეს ერთეულთა ტურნირში ბასილაშვილი პირველ წრეში  31 წლის ფრანგ კენი დე შეპერს ჩვენი დროით 16:00 საათზე შეხვდება.

ბასილაშვილი დე შეპერთან შარშანწინ სამ სეტში დამარცხდა და იმედია, რევანშს აიღებს.

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

altგანახლებული რეიტინგები: ბასილაშვილი და კალაშნიკოვა წინ მიიწევენ

altNew York Times: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველებს სიამაყის მიზეზი მისცა

ასევე დაგაინტერესებთ