სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
18 სექტემბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31) მეცის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულთა თანრიგში 31 წლის ფრანგი კენი დე შეპერი დაამარცხა.

ქართველმა მსოფლიოს 186-ე ჩოგანი ორ სეტში ანგარიშით 6:2, 7:6 (7:0) დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა 1/16-ფინალის გადალახვით 8 565 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა (125) და ფრანგ უგო ამბერტს (108) შორის გამარჯვებული იქნება.

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება მართებს.

alt

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის წყვილებში ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა
ასევე დაგაინტერესებთ