ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთის ღია პირველობის ახალმა ჩემპიონმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა კარიერასა და სეზონში უკვე 500-იანი კატეგორიის ტურნირი მეორედ მოიგო. მისი პირველი 500-იანი კატეგორიის ტურნირი ჰამბურგის პირველობა იყო.

26 წლის ბასილაშვილმა TOP 5-ის წარმომადგენელი კარიერაში პირველად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ღია პირველობის შემდეგ ბასილაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 733 320 დოლარი გამოიმუშავა, ხოლო დღეს უკვე ATP-ის რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 23 (!) ადგილზეა, რაც მის კარიერაში და საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"ძალიან კარგ ფორმაში შევხვდი ამ ტურნირს. კორტზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ხუანი დღეს ავად იყო, ეს ჩანდა. ამის მიუხედავად, ის რთულ სიტუაციებს მიქმნიდა და ყოველი ქულისთვის მუშაობა მჭირდებოდა. ძალიან მომეწონა ეს შეხვედრა. აქ, პეკინში გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია.

ძალიან კარგ სეზონს ვატარებ, განსაკუთრებით, ბოლო 3-4 თვე. კარგად ვთამაშობ, კორტზე თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელს, იან დე ვიტს - ის ძალიან მეხმარება და შედეგი სახეზეა.

დღეს, პირველ რიგში, თამაშისთვის კარგი გეგმა მქონდა, ხოლო მეორე - პოტრო ძალიან ავად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში ძალიან კარგად თამაშობდა. მან 7 ბრეიქ-პოინტის ამოქაჩვა მაიძულა, რაც ძალიან რთულია. გავუძელი და ამოვქაჩე. მნიშვნელოვან მომენტებში ძალიან კარგად ვთამაშობდი. ზუსტად ეს გახდა გამარჯვების გასაღები", - თქვა ბასილაშვილმა.

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

მომზადებულია atpworldtour.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავთ, მოუგო შაპოვალოვს ორ სეტში 6:2, 6:2 ყიჩაღ ნიკა!!! ხვალ ა. ზვერევს ხვდება!!! წარმატებები!!!
დათო
09 ოქტომბერი 2018 12:10
0
ვულოცავ ნიკოლოზს! ძალიან კარგი ახალგაზრდა ჩანს, რაინდულად მოიქცა, ახსენა თავისი მოწინააღმდეგის ავადმყოფობის შესახებ. დასაფასებელია!
მერაბი
09 ოქტომბერი 2018 10:48
0
ნამდვილი ადამიანი, მეტირება ისეთი...
tamo
09 ოქტომბერი 2018 09:34
0
ნიკა რომ კარგი ჩოგბურთელია,ეს ხომ თავისთავად,მაგრამ ვაჟკაცი ბიჭიც რომ არის,ეს კიდევ უფრო სასიხარულოა.ბევრი არ აღნიშნავდა,რომ დელ პოტრო ავად იყო,მან კი ხაზი ამას გაუსვა.თანაც ამის მიუხედავად,მისი კარგი თამაშიც აღნიშნა.
სოსო
08 ოქტომბერი 2018 17:33
0
იმედი მაქვს იგივე შემართებით გააგრძელებ. ქართულ ჩოგბურთში არაერთი ნიჭიერი მოთამაშე გვყავდა, მაგრამ მწვერვალებისათვის არ მიუღწევიათ. ზოგს რამ შეუშალა ხელი და ზოგს რამ.შენ იცი ნიკოლოზ და მონდომება და დისციპლინა არ დააკლო.
ღმერთი იყოს შენი მფარველი.
გია
08 ოქტომბერი 2018 15:02
0
წარმატებები ნიკოლოზ! ❤
დღეს რომელსაათზეაქვს შეხ ედრა?
მამუკა
08 ოქტომბერი 2018 14:33
0
ქებათა ქება ნიკოლოზ ბასილაშვილს---როგორც საბერძნეთში კალათბურთი აღზევდა ნიკოს გალისის შემდეგ რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც ჩოგბურთი აღზევდეს ბასილაშვილის გამოჩენის მერე?
ემიგრანტი
08 ოქტომბერი 2018 13:49
3
გილოცავ ნიკოლოზ!!! გაიხარე და იმედია, კიდევ ბევრჯერ გაახარებ საქართველოს!!!
tngh
08 ოქტომბერი 2018 13:25
0
გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას!!! რეიტინგში დაწინაურებასთან და ჰონორარებთან ერთად ახლა სპონსორებიდანაც წამოვა შეთავაზებები; ნაიკი, ადიდასი და ა.შ ასევე ჩოგნების ფირმებიდან ჰედი, ვილსონი ... თან გარეგნობაც უწყობს ხელს რომ ჩოგბურთის ვარსკვლავი გახდეს! რედაქციას: თუ იცით დაწერეთ ამ სპონსორებთან დაკავშირებული ამბები და ნიუანსები. ნიკასთან დაკავშირებით ყველაფერი გვაინტერესებს!
გია
08 ოქტომბერი 2018 13:13
1
მიხარია, რომ ასეთი ღირსეული ქართველი ხარ!!! ამ მოგებით სხვა დონეზე ხარ!!! ხვალ იწყებ შანხაის, კანადელი შაპოვალოვი გყავს მეტოქე!!! წარმატებებს გისურვებ!!! უზარმაზარი არმია გყავს გულშემატკივრების, ჩვენ შენი იმედი გვაქვს!!!
დათო
08 ოქტომბერი 2018 12:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული