ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთის ღია პირველობის ახალმა ჩემპიონმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა კარიერასა და სეზონში უკვე 500-იანი კატეგორიის ტურნირი მეორედ მოიგო. მისი პირველი 500-იანი კატეგორიის ტურნირი ჰამბურგის პირველობა იყო.

26 წლის ბასილაშვილმა TOP 5-ის წარმომადგენელი კარიერაში პირველად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ღია პირველობის შემდეგ ბასილაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 733 320 დოლარი გამოიმუშავა, ხოლო დღეს უკვე ATP-ის რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 23 (!) ადგილზეა, რაც მის კარიერაში და საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"ძალიან კარგ ფორმაში შევხვდი ამ ტურნირს. კორტზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ხუანი დღეს ავად იყო, ეს ჩანდა. ამის მიუხედავად, ის რთულ სიტუაციებს მიქმნიდა და ყოველი ქულისთვის მუშაობა მჭირდებოდა. ძალიან მომეწონა ეს შეხვედრა. აქ, პეკინში გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია.

ძალიან კარგ სეზონს ვატარებ, განსაკუთრებით, ბოლო 3-4 თვე. კარგად ვთამაშობ, კორტზე თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელს, იან დე ვიტს - ის ძალიან მეხმარება და შედეგი სახეზეა.

დღეს, პირველ რიგში, თამაშისთვის კარგი გეგმა მქონდა, ხოლო მეორე - პოტრო ძალიან ავად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში ძალიან კარგად თამაშობდა. მან 7 ბრეიქ-პოინტის ამოქაჩვა მაიძულა, რაც ძალიან რთულია. გავუძელი და ამოვქაჩე. მნიშვნელოვან მომენტებში ძალიან კარგად ვთამაშობდი. ზუსტად ეს გახდა გამარჯვების გასაღები", - თქვა ბასილაშვილმა.

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

მომზადებულია atpworldtour.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავთ, მოუგო შაპოვალოვს ორ სეტში 6:2, 6:2 ყიჩაღ ნიკა!!! ხვალ ა. ზვერევს ხვდება!!! წარმატებები!!!
დათო
12:10 09-10-2018
0
ვულოცავ ნიკოლოზს! ძალიან კარგი ახალგაზრდა ჩანს, რაინდულად მოიქცა, ახსენა თავისი მოწინააღმდეგის ავადმყოფობის შესახებ. დასაფასებელია!
მერაბი
10:48 09-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული