Firstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

AutoSharing Option
გამოცემა Firstpost შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დენის შაპოვალოვთან მოპოვებული გამარჯვებით (6:2, 6:2) მან საკუთარ მაღალ დონეს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

"ნიკოლოზ ბასილაშვილმა აჩვენა, რომ ჩინეთის ღია პირველობაზე მიღწეული ტრიუმფი უბრალოდ გამართლება არ ყოფილა. ქართველმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა და ტიტული მოიპოვა, რითაც მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდა, შანხაიში კი კანადელ თინეიჯერს სულ რაღაც 57 წუთში აჯობა. 26 წლის ბასილაშვილს ახლა უფრო რთული მეტოქე ჰყავს ალექსანდერ ზვერევის სახით, რომელიც მეოთხე ნომრად არის განთესილი." - ვკითხულობთ
Firstpost-ის გვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის 1/16-ფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდება, წყვილთა თანრიგში ასპარეზობაზე კი უარი განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო, სადაც ფინალში ხუან-მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

altბასილაშვილმა შანხაიში წყვილთა თანრიგში არ ითამაშა

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]



მომზადებულია Firstpost.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ბევრი დაიწერება ნიკას წარმატებებზე!!!
დათო
17:34 09-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული