ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 1/16-ფინალური შეხვედრა დათმო.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ტურნირს გამოეთიშა. ის წყვილთა თანრიგში არ მონაწილეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

altნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის

რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
მე აერც ველოდი გამარჯვებას, ზვერევი კიარა ნებისმიერთან დათმობდა, ადამიანია რობოტი კიარა, ზედიზედ ამდენ თამაშს ვერ მოიგებ ფიზიკურად, ლოგიკაში არ ჯდება. მოვა მაგის დროც მაგრამ ჯწრ არა, ეს ბიჭი ბევრს რომ ჰგონია იმაზე მეტს მიაგწევს.
ემირი
11 ოქტომბერი 2018 02:52
0
ნებისმიერში მეც ვიგულისხმები?დაახლოებით 25 წელია აღარ მივარჯიშია და ცოტა ფიზიკურად გამიჭირდება,მაგრამ ერთი სამ დღეს ვივარჯიშებ და ნიკას,ზვერევთან ერთად 0-ზე მოვუგებ.
პ.ს.წაიკითხეთ?-გაიღიმეთ და დამილაიქეთ.ნიკა კი,კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.დარწმუნებული ვარ.
სოსო
11 ოქტომბერი 2018 12:13
0
მართალია დაღლილი რომ იყო. რკინა ხომ არაა? არაუშავს. იმედია კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
დავით 67
11 ოქტომბერი 2018 01:58
0
არა უშავს, ჰამბურგის მერეც ასე იყო, დასვენება ჭირდება და ჯანმრთელობის აღდგენაც რომელიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჰქონდა პეკინის ტურნირისას.
b-52
10 ოქტომბერი 2018 22:03
0
ცოტა ძლიერი მოწოდება და ნიკა დაანგრევდა ზვერევს, არა უშავს მერე მოუგებს
zaza
10 ოქტომბერი 2018 19:58
0
თავიდან თამაშით ჯობდა ბასილაშვილი მერე აურია
smash
10 ოქტომბერი 2018 16:36
1
მხეცივითაა ის გაგერმანებული რუსი. ტურნირის უდავო ფავორიტია. მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ნიკამ. ცოტაც არ გაუმართლა. რუსს კი ორჯერ მაგარი გაუმართლა. არაუშავს ნიკა, მაგარი კაცი ხარ, საამაყო კაცი!
პავლე
10 ოქტომბერი 2018 14:51
1
ეხ საწყენია, drop shot_ებმა გვიმტყუნა ზუსტად გადამწყვეტ მომენტებსში... ეს კომპონენტიც რო დახვეწოს იდეალური იქნება.
YNWA
10 ოქტომბერი 2018 14:42
0
დღეს ნიკას არ წაუგია .დაღლილობამ წააგო.თან თამაში 9სთ- ზე.იმიტომაც იყო ამდენი უზუსტობა .ბურთის სისწრაფეის ნაკლებობა.ნიკას ოდნავი მომატება და იბნეიდა.დასვენებული ნიკა ამ ზვერევს აუცილებლად დაჯაბნიდა.
არა უშავს დაისვენებს დაუფრო ძლიერი დაბრუნდება
კახა
10 ოქტომბერი 2018 14:34
2
მიდი ბაბუ!... მაგარი კაცი ხარ....!!!! აბა ყველას ხომ ვერ მოიგებ!!! ეგრე გააგრძელე და შეხვალ საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ბიჭად!!! ისე როგორც ბევრი სხვანიარიან!!!...
kukuri babu
10 ოქტომბერი 2018 13:47
2
ნიკა მე შენით ამაყი ვარ
temo
10 ოქტომბერი 2018 12:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული