ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 1/16-ფინალური შეხვედრა დათმო.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ტურნირს გამოეთიშა. ის წყვილთა თანრიგში არ მონაწილეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

altნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის

რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
არა უშავს,არც ეს თამაში წაუგია უბრძოლველად.ახლა ცოტა სულს მოითქვამს.ასეთ დონეზე, ამდენ თამაშსაც მიჩვევა უნდა.ნიკამ თვითონვე განაცხადა,რომ ამჟამად მისთვის რეიტინგი დიდად მნიშვნელოვანი არ არის და მთავარი ხარისხის გაუმჯობესებაა.ხარისხი რომ უმჯობესდება,აშკარად ჩანს და აქ აღებული 45 ქულაც არ აწყენს ნიკას რეიტინგს.მთავარია ნიკა ჯანმრთლად იყოს და ხმაურიანი გამარჯვებები კიდევ მრავლად იქნება,დარწმუნებული ვარ.მთავარია რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია და ლიდერებთან ახლა "შენობით ლაპარაკობს"
სოსო
10 ოქტომბერი 2018 11:56
0
არაუშავს ნიკოლოზ. მჯერა ზვერევსაც მოუგებ შემდეგში. წარმატებები...
შოთა
10 ოქტომბერი 2018 11:46
0
არა უშავს, წინ ბაზელის ტურნირია; ამ მეტიჩარა რუს-გერმანელს მალე გავუსწორდებით.
მიდი ნიკა, ტემპი არ დააგდო; მეტროში, ბაზრობაზე, რუსთაველზე, კონოში ... ყველგან შენზეა ლაპარაკი და ყველა შენ გგულშემატკივრობს!!!
მერაბ გ.
10 ოქტომბერი 2018 11:22
1
არა უშავს, მოსალოდნელი იყო, რადგან დასვენებულ ხუთიანს დაქანცული ეთამაშებოდა, 2 დღე დასვენება მაინც ქონოდა.
მინდია
10 ოქტომბერი 2018 11:13
0
დაღლილი იყო ნიკა, მაგრამ არა უშავს, შემდეგი სეზონისთვის ფიზიკურად უფრო უკეთესად მოემზადება და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს.
გოგა
10 ოქტომბერი 2018 11:40
0
მე დასვენებული შევხვდი ნიკას, რომელიც ამ ეტაპამდე ბრძოლით მოვიდა. :))
Alexander Zverev
10 ოქტომბერი 2018 11:15
1
მიდი ბაბუ!... მაგარი კაცი ხარ....!!!! აბა ყველას ხომ ვერ მოიგებ!!! ეგრე გააგრძელე და შეხვალ საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ბიჭად!!! ისე როგორც ბევრი სხვანიარიან!!!...
kukuri babu
10 ოქტომბერი 2018 13:47
2
მხეცივითაა ის გაგერმანებული რუსი. ტურნირის უდავო ფავორიტია. მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ნიკამ. ცოტაც არ გაუმართლა. რუსს კი ორჯერ მაგარი გაუმართლა. არაუშავს ნიკა, მაგარი კაცი ხარ, საამაყო კაცი!
პავლე
10 ოქტომბერი 2018 14:51
1
ალექსანდრე ზვერევი 3-4 წელია რაც მაღალ დონეზე თამაშობს.ნიკამ კი მხოლოდ წელს დაიწყო წარმატებული ასპარეზობა.ამისდა მიუხედავათ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ღირსეულად ებრძოლა ძლიერ მოწინააღმდეგეს,რაც ანგარიშიდანაც კარგად სჩანს.მსაჯის არაობიექტურობამ გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა ნიკას თამაშზე.ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ!
გიოშა
10 ოქტომბერი 2018 11:08
0
ბრძოლა წააგო, მაგრამ გაცილებით ლამაზად ითამაშა ვიდრე ზვერევმა!!! გერმანელმა მოიგო პირველი ჩაწოდების ხარჯზე!!! დაღლილობამაც თავისი ქნა!!! მაგრამ ყველაფერი კარგად არის!!! ნიკა ძალიან კარგ ჩოგბურთს თამაშობს!!! წინ დიდი გამარჯვებები გველის!!!
დათო
10 ოქტომბერი 2018 12:14
0
გეთნხმები, ნიკას დაღლილობა რომ არა ზვერევს კარგი დღე არ დაადგებოდა,მიხედავად იმისა თუ რა ძლიერად თამაშობს ყველა პოზიციაზე.
გიოშა
10 ოქტომბერი 2018 15:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული