ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 1/16-ფინალური შეხვედრა დათმო.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ტურნირს გამოეთიშა. ის წყვილთა თანრიგში არ მონაწილეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

altნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის

რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
არა უშავს,არც ეს თამაში წაუგია უბრძოლველად.ახლა ცოტა სულს მოითქვამს.ასეთ დონეზე, ამდენ თამაშსაც მიჩვევა უნდა.ნიკამ თვითონვე განაცხადა,რომ ამჟამად მისთვის რეიტინგი დიდად მნიშვნელოვანი არ არის და მთავარი ხარისხის გაუმჯობესებაა.ხარისხი რომ უმჯობესდება,აშკარად ჩანს და აქ აღებული 45 ქულაც არ აწყენს ნიკას რეიტინგს.მთავარია ნიკა ჯანმრთლად იყოს და ხმაურიანი გამარჯვებები კიდევ მრავლად იქნება,დარწმუნებული ვარ.მთავარია რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია და ლიდერებთან ახლა "შენობით ლაპარაკობს"
სოსო
11:56 10-10-2018
0
არაუშავს ნიკოლოზ. მჯერა ზვერევსაც მოუგებ შემდეგში. წარმატებები...
შოთა
11:46 10-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული