ბასილაშვილი: ცოტას დავისვენებ და მომავალი ტურნირებისთვის მოვემზადები

AutoSharing Option
შანხაის ტურნირზე ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"ჩინეთში შესანიშნავი დღეები გავატარე. ახლა ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი 2 ტურნირისთვის მოვემზადები. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი წერილებისთვის", - დაწერა ბასილაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.

ბასილაშვილი ვენის და პარიზის ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პროგრესი აშკარაა თამაშში და შედეგებმაც არ დაახანა.. წელს ოცეულში გასვლაც კი რეალურია, მომავალ წელს კი ათეულიც შეიძლება.. მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება შენს გამარჯვებებს და ლამაზ თამაშს!
ლშვ
15:52 11-10-2018
0
მადლობა შენ, ჩვენი გახარებისთვის!!! წარმატებულ სეზონს ატარებ და შედეგიც სახეზეა!!! ძალიან კარგი სამწვრთნელო გუნდი გყავს, და მათი დახმარებით აშკარა პროგრესი გაქვს!!! ჰამბურგში ეს ასე მკვეთრად არ იგრძნობოდა, პეკინში კი, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავება იყო!!! წყნარად დაისვენე, ივარჯიშე და დარჩენილ ორ ტურნირზე კარგი ჩოგბურთი აჩვენე!!! ჩვენ შენი გვჯერა, წარმატებები!!!
დათო
14:15 11-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული