ბასილაშვილი: ცოტას დავისვენებ და მომავალი ტურნირებისთვის მოვემზადები

AutoSharing Option
შანხაის ტურნირზე ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"ჩინეთში შესანიშნავი დღეები გავატარე. ახლა ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი 2 ტურნირისთვის მოვემზადები. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი წერილებისთვის", - დაწერა ბასილაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.

ბასილაშვილი ვენის და პარიზის ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პროგრესი აშკარაა თამაშში და შედეგებმაც არ დაახანა.. წელს ოცეულში გასვლაც კი რეალურია, მომავალ წელს კი ათეულიც შეიძლება.. მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება შენს გამარჯვებებს და ლამაზ თამაშს!
ლშვ
11 ოქტომბერი 2018 15:52
0
მადლობა შენ, ჩვენი გახარებისთვის!!! წარმატებულ სეზონს ატარებ და შედეგიც სახეზეა!!! ძალიან კარგი სამწვრთნელო გუნდი გყავს, და მათი დახმარებით აშკარა პროგრესი გაქვს!!! ჰამბურგში ეს ასე მკვეთრად არ იგრძნობოდა, პეკინში კი, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავება იყო!!! წყნარად დაისვენე, ივარჯიშე და დარჩენილ ორ ტურნირზე კარგი ჩოგბურთი აჩვენე!!! ჩვენ შენი გვჯერა, წარმატებები!!!
დათო
11 ოქტომბერი 2018 14:15
0
წარმატებებს გისურვებ ნიკუშ.შენი იმედი აქვს რწმენა დაკარგულ ერს.მაგალითი ხარ თვითეული ჩვენგანისთვის.შრომით და მიზანსწრაფვით ხომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
გიოშა
11 ოქტომბერი 2018 13:39
0
მცირედი დასვენება და სულის მოთქმა აუცილებელიცაა.მე არც შანხაის ტურნირში თამაშს მოველოდი,მაგრამ ურიგო არც 45 სარეიტინგო ქულაა.ეხლა მიღწეული შედეგების და თამაშის ხარისხის ანალიზი შემდეგი დიდი ნახტომისათვის საჭირო დროა.
მონიჭებული სიხარულისთვის დიდი მადლობა.რას ველი ? რას და ა თ ე უ ლ ს !შენ ეს შეგიძლია.
გიორგი ჯანიკაშვილი
11 ოქტომბერი 2018 11:09
0
წარმატებები, ნიკოლოზ! დარჩენილ ორ ტურნირზე მაქსიმალურად შორს უნდა გახვიდე და ეს წელიწადი საუკეთესო 20-ეულში უნდა დაასრულო
qomagi
11 ოქტომბერი 2018 10:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული