მიეცი ხმა ნიკოლოზ ბასილაშვილს წლის საუკეთესო ჩოგბურთელის გამოკითხვაში

AutoSharing Option
ATP-ის ოფიციალურ საიტზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელისა და წყვილის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო.

გამოკითხვაში შეყვანილია ATP-ის რეიტინგის 100 საუკეთესო ჩოგბურთელი და TOP 25 წყვილთა რეიტინგში.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად 23-ე ადგილზეა.

გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება, ხოლო ნომინანტების ვინაობა 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოs ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/16-ფინალში გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევთან (5) დამარცხდა. მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობაზე ფინალში არგენტინელ ხუან დელ პოტროს (4) მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გარდა
ჩინეთის ღია პირველობისა, ბასილაშვილმა წელს ATP-ის კიდევ ერთი 500-იანი კატეგორიის ჰამბურგის ტურნირი მოიგო.

altბასილაშვილი: ცოტას დავისვენებ და მომავალი ტურნირებისთვის მოვემზადები

altნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ დაიზაროთ, ყველამ ხმა მივცეთ ნიკას!
ბაზი
13 ოქტომბერი 2018 10:47
0
წლის საუკეთესო კი არა ფანების ფავორიტი
შეცდომაში ნუ შეგყავთ მკითხველი
ნიკა
11 ოქტომბერი 2018 16:04
1
თუ მართლა ფანების ფავორიტზეა საუბარი, მაშინ ზაზაზე მეტი ხმა უნდა მივცეთ. ეს რეალური იქნება.
emigranti
11 ოქტომბერი 2018 16:29
1
გასაგებია ქართველს მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ რეიტინგში 23-ე ჩოგბურთელის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელება იმაზე უფრო სასაცილო იქნება, ვიდრე ფაჩულიას ოლსტარში თამაში:)...ვიცი დამესევით ეხლა ლანძღვა-გინებით, მაგრამ ჩემი აზრით ეს უკვე ნამეტანია.
emigranti
11 ოქტომბერი 2018 15:57
6
მაგარი ინტრიგანი ხარ ემიგრანტ :)
შოთა
12 ოქტომბერი 2018 09:52
1

სიახლეები პოპულარული