მიეცი ხმა ნიკოლოზ ბასილაშვილს წლის საუკეთესო ჩოგბურთელის გამოკითხვაში

AutoSharing Option
ATP-ის ოფიციალურ საიტზე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელისა და წყვილის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო.

გამოკითხვაში შეყვანილია ATP-ის რეიტინგის 100 საუკეთესო ჩოგბურთელი და TOP 25 წყვილთა რეიტინგში.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად 23-ე ადგილზეა.

გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება, ხოლო ნომინანტების ვინაობა 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოs ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/16-ფინალში გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევთან (5) დამარცხდა. მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინეთის ღია პირველობაზე ფინალში არგენტინელ ხუან დელ პოტროს (4) მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გარდა
ჩინეთის ღია პირველობისა, ბასილაშვილმა წელს ATP-ის კიდევ ერთი 500-იანი კატეგორიის ჰამბურგის ტურნირი მოიგო.

altბასილაშვილი: ცოტას დავისვენებ და მომავალი ტურნირებისთვის მოვემზადები

altნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ დაიზაროთ, ყველამ ხმა მივცეთ ნიკას!
ბაზი
10:47 13-10-2018
0
წლის საუკეთესო კი არა ფანების ფავორიტი
შეცდომაში ნუ შეგყავთ მკითხველი
ნიკა
16:04 11-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული