დღეს, 14 ოქტომბერს შანხაის მასტერსის ფინალი გაიმართა და ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატიელი ბორნა ჩორიჩი დაამარცხა.
ჯოკოვიჩს მხოლოდ ორი სეტი დაჭირდა ფინალში გასამარჯვებლად, მან საათსა და ოცდაჩვიდმეტ წუთში მეტოქეს 6:3; 6:4 სძლია.
ნოვაკმა შანხაის მასტერზე გამარჯვებით 1000 ქულა მოიპოვა და რაფაელ ნადალთან სხვაობა მაქსიმალურად შეამცირა. ამ დროისთვის სერბს 7445 ქულა აქვს, ხოლო ესპანელს 7660.
შეგახსენებთ შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16 ფინალში ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.
-16/04/zverev.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="შანხაის მასტერსი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო" />ალექსანდერ ზვერევი - ბასილაშვილთან გამარჯვება ადვილი არ ყოფილა