ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე კევინ ანდერსონთან დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე მსოფლიოს მერვე ჩოგანთან, 32 წლის სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში ანგარიშით 6:4, 6:7, 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ის შარშან ამ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა და ამიტომ სარეიტინგო ქულები არ დააკლდება.

ანდერსონი მეორე წრეში მილოშ რაონიჩსა და იურგენ მელცერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი სეზონის ბოლოს პარიზის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
პარიზის მასტერსი რომ დაიწყო და ნიკამ მილმანი, რომ გაიარა, გაიგეთ ???!!! რატომ არ წერთ არაფერს???!!!
დათო
15:59 29-10-2018
0
ნიკა ყველაზე მეტად შეცდომებს უშვებს თავის ჩაწოდებულ ბურთებზე. ძალიან ბევრ ბურთს აფუჭებს და საკმაოდ ბევრ ქულებს ჩუქნის მოწინააღმდეგეს. პირველყოვლისა მან უნდა ივარჯიშოს ჩაწოდებებზე. თან ასევე აქვს პირველი ჩაწოდებული ბურთების გაფუჭების დიდი სტატისტიკა. გუშინ მისმა მოწინააღმდეგ თუ არ ვცდები სულ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა ჩაწოდების დროს და ნიკამ ბევრი. მოკლედ მეტი მუშაობა ჩაწოდებებზე და აუცილებლად მოვა წარმატება ტოპ 10 ში. თან ნერვიულობს და გაბრაზებული ზოგჯერ ჩოგანს არტყამს საფარს და არ ჩანს ლამაზად პროფესიონალები თუნდაც გაბრაზდეს თავი უნდა შეიკავოს ეგეთი საქციელისგან. წარმატებები და წინსვლა ნიკას
vako
13:10 23-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული