სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე კევინ ანდერსონთან დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე მსოფლიოს მერვე ჩოგანთან, 32 წლის სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან სამ სეტში ანგარიშით 6:4, 6:7, 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ის შარშან ამ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა და ამიტომ სარეიტინგო ქულები არ დააკლდება.

ანდერსონი მეორე წრეში მილოშ რაონიჩსა და იურგენ მელცერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილი სეზონის ბოლოს პარიზის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ