პირველად კარიერაში - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულშია

AutoSharing Option
ახალი სეზონის პირველი ტურნირი წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან დოჰაში მსოფლიოს 65-ე ჩოგანი, ესპანელი ალბერტ რამოსი (6:1, 1:6, 6:1) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 1795 ქულა დააგროვა და ამ მონაცემით მსოფლიო რეიტინგის მეოცე ჩოგანია. თუ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დამარცხდება, ნიკოლოზი ადგილს შეინარჩუნებს და ახალ რეიტინგში ოფიციალურად მიიღებს მე-20 ადგილს.

შემდეგ ეტაპზე ქართველის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება, რომელმაც იტალიელი სეპი დაამარცხა.

ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში, ბასილაშვილი, დიდი ალბათობით, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოგებით

დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯოკოვიჩებთან და ნადალებთან ყოველთვი მოსაგებად უნდა გავიდეს იმიტო რომ არაერთი სენსაცია ფიქსირდება უკვე
ჯაბა
17:03 03-01-2019
0
6:3 6:4 მოუგო რუბლიოვს და ხვალ ჯოკოვიჩს ხვდება...
მონავარდე
01:00 03-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული