სხვა

ჩოგბურთი

დოჰას ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა, ბაუტისტა-აგუტიმ მოიგო

AutoSharing Option
ყატარის ღია პირველობის გამარჯვებული რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახდა, რომელმაც ფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

მანამდე 30 წლის ესპანელი მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და ნახევარფინალური ეტაპიდან გამოთიშა.

სწორედ ჯოკოვიჩთან დათმო საკუთარი მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც სერბთან მეოთხედფინალში დამარცხდა.

რაც შეეხება ბერდიხს, მას ATP-ის ტურნირის ფინალში 2017 წლის შემდეგ არ უთამაშია.

ახლა ოთხივე მათგანი ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაერთვება, უდიდესი საჩოგბურთო ტურნირებიდან ერთ-ერთი სტარტს 8 იანვარს აიღებს.

altჯოკოვიჩი ნახევარფინალში ბაუტისტა აგუტმა დაამარცხა