ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას წერს! - ქართველი ATP-ის TOP 20-შია

AutoSharing Option
7 იანვარს ATP-ის საიტმა ვაჟ ჩოგბურთელთა რეიტინგები განაახლა, სადაც ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა TOP 20-ეულის წევრი.

ბასილაშვილს ამ დროისთვის 1820 ქულა აქვს და რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.

ამით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ქართველი ჩოგბურთელი დღემდე არასდროს ყოფილა ATP-ის ოცეულის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ახალი სეზონი, სადაც ყატარის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამ ეტაპზე კი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 14 იანვარს დაიწყება და 27
იანვარს დასრულდება.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ნიკას დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ და ვგულშემატკივრობ, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი, თუ ისტორიკოსი იყო. საშვილიშვილო საქმისთვის მოუკიდია ხელი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის წერა ხუმრობა ხომ არ არის?! სტატიის უცნობ ავტორს დიდი მადლობა ასეთი ფასეული ინფორმაციისთვის.
ნიკას გულშემატკივარი
16 იანვარი 2019 09:37
0
ჩამოწერეთ პირველი 25-ეული გვარებისა და ქულების მითითებით; ძნელია?
ბარკა
08 იანვარი 2019 10:51
2
უკვე აღარც გვიკვირს, რომ აქ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ ხალხი ვინც ჩვენ ენაზეც წერენ და ლაპარაკობენ, ვინც ჩვენს პურს ჯამენ და მაინც ჩვენი ქვეყნის მთრები არიან... აქ გადავხედე დისლაიქებს 2-3 სულ გვყავს თითქმის ასეთები

წარმატებები ნიკას, ათეული რეალურია
Geo_Dinamo
08 იანვარი 2019 02:41
2
უეჭველია ეს ბიჭი მალე შევა ათეულში
გოგა
07 იანვარი 2019 17:41
2
მაგარი კაცი!!! წარმატებები ნიკოლოზ შენ უკვე დაწერე ქართული ჩოგბურთის ისტორია გისურვეფბ დიდი სლემის მოგებას გმადლობ
ვახო
07 იანვარი 2019 17:31
3
ვერაფერს იტყვი,უბრალოდ მშვენიერია.ყოჩაღ ნიკოლოზ
ქობულეთელი
07 იანვარი 2019 17:15
1
Cels10 gvindaa
Treneri
07 იანვარი 2019 16:47
2
წარმატებები ნიკოლოზ
Gigi
07 იანვარი 2019 16:11
2
წარმატებები ნიკოლოზ
Gigi
07 იანვარი 2019 16:02
3
შAრმატებები NიკOლოზ
Gigi
07 იანვარი 2019 16:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული