სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას წერს! - ქართველი ATP-ის TOP 20-შია

AutoSharing Option
7 იანვარს ATP-ის საიტმა ვაჟ ჩოგბურთელთა რეიტინგები განაახლა, სადაც ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა TOP 20-ეულის წევრი.

ბასილაშვილს ამ დროისთვის 1820 ქულა აქვს და რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.

ამით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ქართველი ჩოგბურთელი დღემდე არასდროს ყოფილა ATP-ის ოცეულის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ახალი სეზონი, სადაც ყატარის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამ ეტაპზე კი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 14 იანვარს დაიწყება და 27
იანვარს დასრულდება.


ასევე დაგაინტერესებთ