"ეს გოგო ძალიან ბევრს შრომობს!" - ეკა გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ეკა გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

გორგოძის მეორე ნახევარი ოთო გვარაძე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც გორგოძის შესახებ წერს.

"ეს გოგო ძალიან ბევრს შრომობს! ვარჯიშობს დღეში 5 საათი, კვირაში 7 დღე!

ჩვენ ვართ ძალიან დიდ ბრძოლაში ჩართულნი და მკაცრად ვიცავთ სპორტულ რეჟიმს. ჩვენ არ გვაქვს გართობის დრო. ვმოგზაურობთ, მაგრამ ვერ ვნახულობთ ქვეყნებს. სულერთია ჩვენთვის, სად ვიმყოფებით... სპორტი მოითხოვს დიდ თავდადებას.

განსაკუთრებულ შედეგს განსაკუთრებული შრომა სჭირდება და შრომა ყოველთვის ფასდება! ეს ადამიანი ძალიან ბევრს შ
რომობს, ურთულესი წლები გამოიარა, რომ აქამდე მოსულიყო.

და ვიცი, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ამდენი შრომა უკვალოდ არ გაქრება და უფრო და უფრო დიდ შედეგებს გამოიღებს! წინ დიდი სეზონია და სეზონს ავსტრალიის ღია ჩემპიონატით გავხსნით! წარმატებები Eko Gorgodze", - წერს ჩოგბურთელის მეორე ნახევარი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ქალბატონია, გემრიელი
uxxx
01:31 08-01-2019
1
ვაფასებ ამ ჩოგბურთელს თავდაუზოგავი მონდომებული და ნამდვილი მებრძოლია რაც შეუძლია აკეთებს წარმატებები ეკატერინე
ვახო
22:14 07-01-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული