სხვა

ჩოგბურთი

7.5 მლნ დოლარით მეტი - ავსტრალიის პირველობის საპრიზო ფონდი გაიზარდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი გახდა ცნობილი. წლის პირველი დიდი სლემი 14 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება.

2019 წლის საპრიზო ფონდმა 62.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5 მლნ დოლარით მეტია.

გთავაზობთ საპრიზო თანხებს ეტაპების მიხედვით:

ერთეულები, ძირითადი ბადე
  1. გამარჯვებული - 4 100 000  დოლარი
  2. ფინალისტი - 2 050 000
  3. 1/2-ფინალი - 920 000
  4. 1/4-ფინალი - 460 000
  5. მეოთხე ეტაპი - 260 000
  6. მესამე ეტაპი - 155 000
  7. მეორე ეტაპი - 105 000
  8. პირველი ეტაპი - 75 000

წყვილთა თანრიგი
  1. გამარჯვებულები - 750 000 დოლარი
  2. ფინალისტები - 375 000
  3. 1/2-ფინალი - 190 000
  4. 1/4-ფინალი - 100 000
  5. მესამე ეტაპი - 55 000
  6. მეორე ეტაპი - 32 500
  7. პირველი ეტაპი - 21 000

ერთეულები, კვალიფიკაცია
  1. მესამე ეტაპი - 45 000 დოლარი
  2. მეორე ეტაპი - 25 000
  3. მესამე ეტაპი - 15 000

შეგახსენებთ, რომ ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს, ხოლო წყვილებში ბედს ოქსანა კალაშნიკოვა მოსინჯავს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 9 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე ეკა გორგოძე დამარცხდა.

altეკა გორგოძე ავსტრალიის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

ასევე დაგაინტერესებთ