სხვა

ჩოგბურთი

Scorum.com: ნოვაკ ჯოკოვიჩს ნიკოლოზ ბასილაშვილის დასამარცხებლად იღბალი დასჭირდა

AutoSharing Option
გამოცემა Scorum.com-ი ავსტრალიის ღია პირველობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებაც არის.

"ნოვაკ ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირზე უნგრელ მარტინ ფუქსოვიჩთან და ნიკოლოზ ბასილაშვილთან სეტი წააგო. ორივე მოთამაშეს აღნიშნული ტურნირის მოგება ძალიან სურდა. საბოლოოდ, სერბმა ფუქსოვიჩი მარტივად დაამარცხა, თუმცა ნიკოლოზის დასამარცხებლად იღბალი დასჭირდა" - ვკითხულობთ Scorum.com-ზე.

ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს 14 იანვარს აიღებს. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მე-19 ნომრადაა განთესილი.

altბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

altნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას წერს! - ქართველი ATP-ის TOP 20-შია

ასევე დაგაინტერესებთ