ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მელბურნში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მატჩში რეიტინგის 170-ე ნომერი კრისტოფერ ეუბანკსი 4 სეტში - 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, არგენტინელი გვიდო ანდრეოცი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დააგროვა, ტრავალიასთან შეხვედრას კი ოთხშაბათს, 16 იანვარს გამართავს.

altავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

altScorum.com: ნოვაკ ჯოკოვიჩს ნიკოლოზ ბასილაშვილის დასამარცხებლად იღბალი დასჭირდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიდი მიაწექი ნიკოლოზ წარმატებები
ვახო
11:38 14-01-2019
0
არ მინდა ჯერ დასკვნების გამოტანა , თუმცა თითქმის ანალოგიური დაემართა , რაც ჯოკოვიჩთან , პირველი მოგებული სეტის მერე კონცეტრაცია დაკარგა . იგივე მეორ სეტში , თავისი მოწოდება დათმო ორჯერ , მერე 4-1 დან გაუთანაბრა თამაში და 4-5 მეტოქის მოწოდებაზე 30-0 უპირატესობა გაანიავა . წინა წელს არ ქონია ამდენი ორმაგი შეცდომა . უბრალოდ ძალიან დიდი ენერგია დახარჯა 170 ჩოგანთან , წინ კიდევ ძალიან მძიმე თამაშები ელის . შეიძლება აკლიმატიზაციის პრობლემაც აქვს , ვერ ვიტყვი . მთავარია მოიგო , თუმცა მწვრთნელებს მართებთ მეტი მუშაობა ამ საკითხზე . წარმატებები ნიკოლოზ , მთავარი მოგებებით გაგვახარე , ნერვიულობას გავუძლებთ როგორმე .
ATP 17
16:26 14-01-2019
0

სიახლეები პოპულარული