სხვა

ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩი დასრულდა, სადაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი სამ სეტში 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა.

სერბი ჩოგბურთელი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ჯოკოვიჩმა ხუთი ბრეიქი შეასრულა, ნადალმა კი მეტოქის მოწოდებული გეიმი არცერთხელ მოუგია.

ეს ამ ჩოგბურთელების 53-ე დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ნოვაკის სასარგებლოდაა - 28:25.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო, ბოლოს მან ამ ტიტულის მოპოვება 2017 წელს მოახერხა.