სოფიის საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 31 წლის გერმანელ დანიელ ბრანდს შეხვდება.
მსოფლიოს რეიტინგში 180-ე ადგილზე მყოფმა ბრანდსმა ძირითად ბადეში მოსახვედრად ადვილად დაამარცხა პოლონელი კამილ მაჰრჩაკი და უკრაინელი სერგეი სტახოვსკი.
ბრანდსი ადრე მსოფლიოს 51-ე ჩოგანიც კი იყო, მაგრამ შემდეგ რეგრესი განიცადა. ბასილაშვილი მას ერთხელ შეხვდა და ორ სეტში სძლია. ბასილაშვილი ბრანდს დღეს 14:00 საათზე შეხვდება.
ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს 17:00 საათზეა
ჩანიშნული.
ტურნირის საპრიზო ფონდი 586 140 ევროა.