მეტოქემ 0:4 ამოუქაჩა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობა ცუდად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) სოფიის ღია პირველობა წარუმატებლად დაიწყო.

ბასილაშვილი გერმანელ დანიელ ბრენდსთან (180) ორ სეტში 6(7):7(9), 5:7 დამარცხდა. ბასილაშვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ფორმაში არ იყო და ჩაწოდებებშიც მოიკოჭლებდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველი 4:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა და 5:7 დათმო.

ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586
140 ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფიზიკურად ნიკოლოზის თამაში არანაირ კრიტიკას არ უძლებდა, სუსტად ითამაშა უმარავი შეცდომები და ორმაგები,არ უნდოდა თამაში ისე იქცეოდა!! წინაა ყველაფერი.
zaza
05 თებერვალი 2019 15:54
0
სხვა ახსნა არ არსებობს გარდა ერთისა ტოტალიზატორიიიი!!!!
megre
05 თებერვალი 2019 19:55
5
ასე ვიცით ქართველებმა პატარა წარმატებას მიაგწევს სპორტსმენი და ქებით ცაში აგვყავს. გახადეს ბასილაშვილი ფედერერი რა. შარშან რაც მოიგო წელს ვეღარ მოიგებს იმ ტურნირებს,ქულები დააკლდება და ისევ 100 მიღმა დარჩება.ამდენი წელია თამაშობს და ვარჯიშობს და ჩაწოდება ვერ ისწავლა. ტოტალიზატორი არა ტოროლა. ჩაკვეტაძეც იმდენი აქებს და ადიდეს მის შემდეგ ვერ გაიხარა ბიჭმა. წარმომიდგენია მბაპეს და ციციპასისის დონის რო იყვნენ რა დღეში იქნებით.
ზაზა
05 თებერვალი 2019 17:50
8
საოცარი სათაური გაქვთ!!! "ცუდად დაიწყო" და კარგად გააგრძელებს?
გელა
05 თებერვალი 2019 16:16
0
დეედა რა იყო ეეს?
kaxa
05 თებერვალი 2019 15:50
0
ფეოლა რომ ფეხბურთის გუნდისთვის მუსიკოსებს აგროვებს ჰომ გახსოვთ?! აი სწორედ ასეთი "სპორცმენივით" ითამაშა დღეს ბასილაშვილმა. ასე 10-ულში ვერ შედიან და მითუმეტეს დიდი სპორცმენები ვერ ხდებიან...
lado
05 თებერვალი 2019 20:40
2
ნაღდად არ მინდა იმის ფირქი რომ აქაც ტოტალიზატორმა იმუშავა! ძალიან გაბრაზებული ვარ, ასე როგორ შეიძლება თამაშის დათმობა ვერ ვხდები. იმედია ვცდები!
პაატა
05 თებერვალი 2019 16:19
2
ამას დაიწყო კი არა დაამთავრა ჰქვია!
თამაზი
05 თებერვალი 2019 17:28
1
5-4 ზე (40-30) ზე ისეთი ბურთები მაზა ერთ რამეს მიაქციეტ ყურადღება მეორე სეტის ბოლო ორი გეიმის ბოლო ქულები რომელმაც მეტოქეს გეიმი მოაგებინა ორივეჯერ ორმაგი დაუშვა
ნოდო
05 თებერვალი 2019 18:10
3
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა კაცს რო კუჭი აქ აშლილი და ერთი სული აქვს როდის გაიქცევა ჩეჩმაში....
მიროსან
05 თებერვალი 2019 17:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული