როტერდამის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰეიონ ჩანგი 3 სეტში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ATP 500-ის ტურნირი წარმატებით დაიწყო.

მან 1/16-ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 სძლია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 2 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტს ის 4:1-ს იგებდა და წააგო, შემდეგ კი თამაში შემოუტრიალა.

12 თებერვალს, მერვედფინალში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძნელი მოგება, გილოცავთ! პირველი მოწოდება და ფსიქოლოგიური მდგრადობა აშკარად გვაკლია; სოფიაში 4:0-დან წავაგეთ, აქ - 4:1-დან(!) პირველ მოწოდებაზეა სამუშაო და ამ კომპონენტის გამოსწორება თავდაჯერებასაც მოიტანს
მერაბ გ.
06:37 12-02-2019
0
ერთხელ წააგო და დაიწყეს ეხლა, ნადალი რომ განადგურდა ჯოკოვიჩთან, თამაში არიცის ან მეტი არ შეუძლია? 100 ჯერ სჯობია ჯოკოვიჩს ნადალი. ნადალის ხათრით ვუყურებ ჩოგბურთს და ფედერერისა. ვინ ჯოკოვიჩი რის ჯოკოვიჩი.
ნიკა 20_ეულის ჩოგბურთელი არისო რომ ამბობთ, 10_ეულის 4-5 ჩოგბურთელს აღემატება კლასით. დომინიკ ტიმი, დიმიტროვი და არიან კიდევ 1-2 ჩოგბურთელი რომელსაც ნიკა არ ჩამოუვარდება არაფრით. არის პერიოდები სპორტსმენების კარიერაში, ხან დაქვეითდები ხან მოუმატებ. დიდი ხანი გავიდა ნადალი სეტს აგებს? მიწასთან ასწორებდა ყველას 1-2 წლის უკან. მერე ისევ მოუმატებს. ნუ ეხლა ნადალის დონეზე და ფედერერისა ალაბთ ვერ მივა ნიკა, მაგრამ მათთან მოგება შეუძლია. სანამ ნიკას გააკრიტიკებთ, გაიხსენეთ, რომ საქართველოში არავითარი ჩოგბურთის ფედერაცია არარსებობს, ჩოგბურთი არარსებობს, მოყვარულობის დონეზეა. ნიკა თავისი ხარჯებით დადიოდა და არავინ ეხმარებოდა. მხოლოდ მისი დამსახურებაა წინსვლა და სხვა არაფრისი. აზრზე არარიან ჩოგბურთისა და აკრიტიკებენ გეგონება ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. რაც ქვეყანაა ის სპორტია.
....
13:32 12-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული