ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი მარტივად დაამარცხა

AutoSharing Option
დუბაის ტურნირის 1/16-ფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

22 წლის რუსი სპორტსმენი მსოფლიოს მე-12 ჩოგანია და კარიერის განმავლობაში ბასილაშვილთან მეხუთედ ითამაშა.

აქამდე ჩოგბურთელებს შორის ბალანსი 2:2-ზე იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ რობერტ ბაუტისტა-აგუტისა და ინდოელ რამკუმარ რამანატანს შორის გამარჯვებული იქნება.

დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა და ახალი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.

altკარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყოჩაღ ნიკოლოზ!!! ბოლომდე დაჩაგრა ხაჩანოვი!!! ძალიან გაგვახარა!!! უკვე ATP 18!!! დიდი ალბათობით აგუტს შეხვდება!!! ძნელი ბრძოლა იქნება!!! ბოლომდე იბრძოლე ნიკა!!! წარატებებს გისურვებ!!! ბრავო!!!
დათო
17:56 25-02-2019
4
ნიშანდობლივია 25 თებერვალს გამარჯვება რუსზე! ნიკა გმირი პატრიოტი ხარ!
Irakli Apkhaidze
18:27 25-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული