ხაჩანოვის ბასილაშვილთან დამარცხებას რუსები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აბრალებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსული სპორტული საიტები მუდამ დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთი ჩოგბურთელების ასპარეზობას და განსაკუთრებით მსოფლიოს მე-12 ჩოგანის, კარენ ხაჩანოვის თამაშს, ნიკოლოზ ბასილაშვილთან დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში წაგება კი თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან მოკლედ გააშუქეს. მხოლოდ sports.ru-მ მიუძღვნა მეტნაკლებად ვრცელი მიმოხილვა. გთავაზობთ ამონარიდს.

"გასული წლის მაისის შემდეგ ხაჩანოვმა პირველად წააგო ზედიზედ 3 მატჩი. ამჯერად მსოფლიოს რეიტინგში მე-19 ადგილზე მყოფ ნიკოლოზ ბასილაშვილთან. ხაჩანოვი მიჯრით სამჯერ პირველივე წრიდან უკანასკნელად 2017 წელს გამოვარდა.

მას ბოლო კვირეების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

ბასილაშვილმა რაც ოქტომბერში პეკინში თავისი
უდიდესი ტურნირი მოიგო, სადაც ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა, მას შემდეგ 6 მატჩში პირველად სძლია რეიტინგში მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მოწინააღმდეგეს".

ბასილაშვილმა ხაჩანოვს 6:4, 6:1 მოუგო, შეხვედრა კი 1 საათი და 11 წუთი გაგრძელდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხო ვენების გაგანიერება ქონია :)))) ავადმყოფობა არა კვატი უფრო სუსტი იყო წააგო და გავარდა, მ...... რუსული ფილოსოფია
emigrant
21:25 25-02-2019
3
მაგათმა ხომ არ იციან როგორ გაამართლონ !!! ერთი კვირის წინ, მას შემდეგ რაც როტერდამში 216-თან წააგო, სხვათაშორის პირველ სეტში 5 კიკსი ქონდა, ტარპიშევი წერდა, რომ ხაჩანოვმა ჩოგანი გამოცვალა და ჯერ ვერ შეეჩვიაო!!! კომენტარებში რუსები ნიკას აქებენ და ხაჩანოვს აკრიტიკებენ, ოღონდ არავინ წერს, რომ ტოტალიზატორს შეეკრაო, ეს ისე სხვათაშორის!!!
დათო
00:28 26-02-2019
2

სიახლეები პოპულარული