ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებშიც გაიმარჯვა - 1/8 ფინალში რობერტო ბაუტისტას შეხვდება

AutoSharing Option
დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში კარენ ხაჩანოვის ორ სეტში ძლევის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიელ მეთიუ ებდენთან ერთად რავენ კლაასენისა (სამხრეთ აფრიკა) და მაიკლ ვენუსის (ახალი ზელანდია) წყვილი დაამარცხა (7:6, 3:6, 10:3) და შემდეგ ეტაპზე მათი მოწინააღმდეგე ლეანდერ პაესისა და ბენუა პაირის დუეტი იქნება.

გაირკვა ერთეულთა თანრიგში მერვედფინალში ნიკოლოზის მომავალი მეტოქეც - ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელმაც ინდოელი რამკუმარ რამანათი დაამარცხა (6:4, 6:3).

რობერტო ბაუტისტა-აგუტი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი არაკომფორტული მოთამაშეა!!! ბოლომდე იბრძვის ყველა გათამაშებაში!!! ადრე ბევრ შეცდომებს უშვებდა, განსაკუთრებით სეტბოლის და მატჩბოლის დროს!!! ახლა მომატებული აქვს!!! კარგად ჩაატარა სეზონის ბოლო!!! წელს დოხა მოიგო!!! შარშანდელი დუბაის გამარჯვებულია და ეცდება ქულების შენარჩუნებას!!! დღეს რასაც ვუყურე ნიკას შეუძლია აგუტის გავლა!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
00:46 26-02-2019
0
ნიკააა შენ გაიმარჯვებ!! სახვანაირად არ არსებობს!!!
-------
11:28 26-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული