დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში კარენ ხაჩანოვის ორ სეტში ძლევის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიელ მეთიუ ებდენთან ერთად რავენ კლაასენისა (სამხრეთ აფრიკა) და მაიკლ ვენუსის (ახალი ზელანდია) წყვილი დაამარცხა (7:6, 3:6, 10:3) და შემდეგ ეტაპზე მათი მოწინააღმდეგე ლეანდერ პაესისა და ბენუა პაირის დუეტი იქნება.
გაირკვა ერთეულთა თანრიგში მერვედფინალში ნიკოლოზის მომავალი მეტოქეც - ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელმაც ინდოელი რამკუმარ რამანათი დაამარცხა (6:4, 6:3).
რობერტო ბაუტისტა-აგუტი ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია.