მატჩის შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა განვლილი შეხვედრა შეაფასა და ქართველი მეტოქეც შეაქო.
"უცნაური პირობები იყო, თუმცა ნიკოლოზი რთული მოწინააღმდეგეა. როცა თამაში მისდის, ძალიან ძლიერია. მთელი კვირის განმავლობაში თავს კარგად ვგრძნობდი, ბურთსაც კარგად ვარტყამდი, თუმცა დღეს ქარიც უცნაურად ქროდა, პლუს ამას, ბასილაშვილის სუპერაგრესიული თამაში... ჩემი თამაში ვერ ვაჩვენე და თავდაცვა მომიწია.
რა თქმა უნდა, შედეგი ლოგიკურია. კარგი მოწინააღმდეგე მყავდა და ვერც ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენე." -
შემდეგ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რობერტო ბაუტისტა აგუტია, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.
ბასილაშვილისა და ესპანელის მატჩი ხვალ, 26 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი მარტივად დაამარცხა
ხაჩანოვის ბასილაშვილთან დამარცხებას რუსები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აბრალებენ [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებშიც გაიმარჯვა - 1/8 ფინალში რობერტო ბაუტისტას შეხვდება