სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა

AutoSharing Option
დუბაის ტურნირზე რობერტო ბაუტისტა აგუტის ძლევის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგში მიიღო მონაწილეობა და მარცხი განიცადა.

მეორე წრეში ის და მეტიუ ებდენი ჟან-ჟულიენ როიერისა და ჰორია ტეკეუს დუეტთან დამარცხდნენ - 7:5, 6:7 (3:7), 3:10.

ბასილაშვილი ერთეულთა მეოთხედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხსა და ხორვატ ბორნა ჩორიჩს შორის გამარჯვებულს ხვალ საღამოს დაუპირისპირდება.


ასევე დაგაინტერესებთ