სხვა

ჩოგბურთი

მაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი მოგება და სარეკორდო მე-17 ადგილი!

AutoSharing Option
მაიამის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს 2 სეტში (65) 7:6, 6:3 მოუგო.

აქამდე 1/32-ფინალში ბასილაშვილმა გერმანიის წარმომადგენელს მიშა ზვერევს (75) 6:3, 6:2 სძლია.

შემდეგ წრეში ნიკოლოზი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩსა და კანადელ ფელიქს ოგე-ალიასიმს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ის პირველად გავიდა ამ ტურნირის მერვედფინალში.

ამ მოგებით მან რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ