13 აპრილს მონაკოში სტარტს აიღებს მონტე კარლოს მასტერსი, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. ის ტურნირზე მე-15 ნომრადაა განთესილი.
ჯერჯერობით ნიკოლოზის მომავალი მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა.
ბასილაშვილი ამ მომენტისთვის მის კარიერაში საუკეთესო პოზიციაზეა. ის ATP-ის რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს.
ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე მეორედ იასპარეზებს. პირველად ის 2017 წელს 1/64-ფინალურ ეტაპზე რობერტო ბაუტისტა აგუტთან სამ სეტში 1:6, 6:3, 7:5 დამარცხდა.
მონტე კარლოს მასტერსი რაფაელ ნადალის საყვარელი ტურნირია, რომელიც მან ბოლო 14 წელიწადში 11-ჯერ მოიგო.