ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის წყვილებში 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
16 აპრილს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა თანრიგის 1/16-ფინალურ მატჩში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად გაიმარჯვა.

წყვილმა სამხრეთაფრიკელი რეივენ კლაასენის და ბრიტანელი ჯოი სელისბერის დუეტი სამ სეტში - 6:3, 6:7 (5:7), 10:7 დაამარცხა.

გუშინ, 15 აპრილს ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ბასილაშვილი-ალბოტის წყვილის მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე ფუჩოვიჩი-პელასა და ბერეტინი-ფონინის შორის გამარჯვებული იქნება.

ასე რომ, არსებობს შანსი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში იმ მეტოქეს დაუპირისპირდეს, რომელთანაც ერთეულთა თანრიგში დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული