ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ბუდაპეშტის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მეოთხე ნომრად იქნება განთესილი და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და კვალფიკაციაციის გამარჯვებულს შორის მოგებული იქნება.

ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირში 2018 წელსაც ასპარეზობდა, სადაც 1/16-ფინალური ეტაპიდან ჩაერთო და პაოლო ლორენცისა და დენის შაპოვალოვის დამარცხებით მეოთხედფინალამდე გავიდა, სადაც იტალიელ ანდრეას სეპისთან დათმო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია.არ ვიცი,რა პრობლემა აქვს ნიკას,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ ამას შესძლებს და გაიმარჯვებს.
სოსო
22 აპრილი 2019 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული