ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით არის დაქვეითებული.

მოცემული მომენტისთვის ბასილაშვილს 1930 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.

გასულ კვირაში ის მონტე-კარლოს მასტერსში იღებდა მონაწილეობას, რომელიც პირველივე ეტაპზე დატოვა. ამ კვირაში კი ბუდაპეშტის ტურნირში ჩაერთვება, სადაც შარშანაც მონაწილეობდა და მეოთხედფინალამდე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩეჩინატოს ქულები დააკლდა და ნიკოლოზი კვლავ მე-17 პოზიციაზეა
ბესო
22 აპრილი 2019 12:53
1
ჩეჩინატოს კი არ დააკლდა, არამედ ბუდაპეშტის ტურნირზე ქულები აქვს დასაცავი (სადაც მონაწილეობს კიდეც)
ბესო-ს
22 აპრილი 2019 16:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული