ფოტო: instagram.com/nikolozbasilashvili
მადრიდის მასტერსის პირველ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჩოგბურთელ ფრანსის ტიაფოს შეხვდება. თუ ტიაფოს მოუგო, მეორე ტურში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერსა და ყაზახ მიხაილ კუკუშკინს შორის გამარჯვებული დახვდება. მესამე ტურში გასვლის შემთხვევაში კი, მისი მოწინააღმდეგე, დიდი ალბათობით, ჩოგბურთის ესპანელი ლეგენდა რაფაელ ნადალი იქნება.
ნადალი პირველ ტურში ისვენებს, ხოლო მეორე ეტაპზე კანადელებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნადალთან სათამაშოდ დენის შაპოვალოვი და ფელიქს ოჟე ალიასიმი იბრძოლებენ ერთმანეთში. ორივე მათგანი კანადის სახელით ასპარეზობს.
21 წლის ფრენსის ტიაფო მსოფლიოს 31-ე ჩოგანია. კარიერის საუკეთესო
ტიაფო ძალიან კარგი ჩოგბურთელია, ძლიერი ჩაწოდებით. შემტევი არაა, უფრო დაცვაზე აკეთებს აქცენტს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა, თიხა მისი საყვარელი საფარი ნამდვილად არ არის და თან ნიკოლოზს დაცვითი სტილის ჩოგბურთელებთან უფრო გამოსდის თამაში. ნიკოლოზი და ამერიკელი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.
ბასილაშვილმა შარშან ითამაშა მადრიდის მასტერსზე და საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევის შემდეგ პირველივე ტურში ფრანგ გაელ მონფილსთან 3 სეტში დამარცხდა- 2:6,6:3,3:6. პირველ ტურში ტიაფოსთან გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი 45 სარეიტინგო ქულასა და 42,220 ევროს მიიღებს.
მადრიდის მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია ATP ტურში. ძირითადი ტურნირი 5 მაისს დაიწყება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7,279,270 ევროს შეადგენს.
ნიკოლოზის მატჩში 6 მაისს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ბაუტისტა აგუტი, ცონგა... - ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ითამაშებს