ნიკოლოზ ბასილაშვილი ნადალის წინააღმდეგ მადრიდში? ამას მხოლოდ ორი მოგება სჭირდება...

AutoSharing Option
ფოტო: instagram.com/nikolozbasilashvili

მადრიდის მასტერსის პირველ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჩოგბურთელ ფრანსის ტიაფოს შეხვდება. თუ ტიაფოს მოუგო,  მეორე ტურში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერსა და ყაზახ მიხაილ კუკუშკინს შორის გამარჯვებული დახვდება. მესამე ტურში გასვლის შემთხვევაში კი, მისი მოწინააღმდეგე, დიდი ალბათობით, ჩოგბურთის ესპანელი ლეგენდა რაფაელ ნადალი იქნება.

ნადალი პირველ ტურში ისვენებს, ხოლო მეორე ეტაპზე კანადელებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნადალთან სათამაშოდ დენის შაპოვალოვი და ფელიქს ოჟე ალიასიმი იბრძოლებენ ერთმანეთში. ორივე მათგანი კანადის სახელით ასპარეზობს.

21 წლის ფრენსის ტიაფო მსოფლიოს 31-ე ჩოგანია. კარიერის საუკეთესო
შედეგი ATP რეიტინგში 29-ე ადგილი იყო. მისი ყველაზე დიდი წარმატება 2019 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა გახლდათ, სადაც რაფაელ ნადალთან სამ სეტში დამარცხდა - 3:6,4:6,2:6.

ტიაფო ძალიან კარგი ჩოგბურთელია, ძლიერი ჩაწოდებით. შემტევი არაა, უფრო დაცვაზე აკეთებს აქცენტს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა, თიხა მისი საყვარელი საფარი ნამდვილად არ არის და თან ნიკოლოზს დაცვითი სტილის ჩოგბურთელებთან უფრო გამოსდის თამაში. ნიკოლოზი და  ამერიკელი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.

ბასილაშვილმა  შარშან ითამაშა მადრიდის მასტერსზე და საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევის შემდეგ პირველივე ტურში ფრანგ გაელ მონფილსთან 3 სეტში დამარცხდა- 2:6,6:3,3:6. პირველ ტურში ტიაფოსთან გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი 45 სარეიტინგო ქულასა და 42,220 ევროს მიიღებს.

მადრიდის მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია ATP ტურში. ძირითადი ტურნირი 5 მაისს დაიწყება და  მისი მთლიანი ბიუჯეტი 7,279,270 ევროს შეადგენს.

ნიკოლოზის მატჩში 6 მაისს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

altბაუტისტა აგუტი, ცონგა... - ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
იქნებ გაგვაგებინოთ ფინალში ვის შეხვდება?
მიხო
05 მაისი 2019 16:38
1
ყველას მოსაწონი სტატია ვერ დაიწერება და მერე, რომ წერთ კოლია რა შეატყვე, რომ რუსია თუ მისი ბავშვობის მეგობარი ხარ.
gia jashi
05 მაისი 2019 10:38
0
ძალიან კარგი სტატიაა, სიღრმისეული. ყველა ასე წერდეს კარგი იქნება. მადლობა ავტორს, ასე გააგრძელეთ.
რატი
05 მაისი 2019 00:37
4
თქვე ვითო ჟურნალისტებო.იმას კი ნუ წერთ რამდენ სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს კოლია,არამედ ის დაწერეთ პირველივე რაუნდში რომ გავარდება რამდენ ქულას დაკარგავს.ნადალს რო შეხვდეს იქამდე მისვლაა საჭირო და შეეშვით ამ უაზრო პროგნოზების წერას.იმედს გამოვთქვამ რომ ამ კომენტარს არ დაბლოკავთ.გმადლობთ.
ზაზა
04 მაისი 2019 22:43
8
ჩოგბურთის 2x2 თუ იცი, არ იკითხავდი რამდენს დაკარგავსო. სტატიაში წერია, შარშან პირველ ტურში დამარცხდაო, ახლა პირველ ტურშია და თუ წააგებს რა უნდა დაკარგოს? ქულებს მაშინ კარგავ, როცა იგივე შედეგს ვერ აჩვენებ, რაც შარშან გქონდა. ახლა კი, მინიმუმ იგივე შედეგი უკვე აქვს, ამიტომ არცერთ ქულას არ დაკარგავს.
ლაშა
05 მაისი 2019 09:21
0
პატივცემულო ჟურნალისტებო წინასწარ მოვლენებს ნუ უსწრებთ.ამას მოუგებს ამდენს გამოიმუშავებს დ. ა. შ. მე რამდენიმე ენას ვფლობ და ვერსად წავაწყდი წინასწარ მოვლენების განვითარებას, მერე ვიტრაბახოთ თუ ჩვენი სპორტსმენი წარმატებას მიაღწევს. ამით მათ დათვურ სამსახურს უწევთ,ჰოოპ, გადახტომის მერე არა წინ......
ქართველი
04 მაისი 2019 17:10
4
დათვური არა მგლური სამსახური. ჩემი კომუნისტი დამრიგებელი მახსენდება ასეთ გამოთქმებზე. ჟურნალისტმა იმის მიხედვით კი არ უნდა წეროს, ვის რა მოეწონება და არგებს, არამედ იმის მიხედვით, რაც არის ფაქტი. დანარჩენი კიდევ რამდენს გამოიმუშავებს და ვის შეხვდება, მე მაინტერესებს და 1-2 ენას მეც ვფლობ და ყველგან წერენ ასეთ რამეებს. ნეტავ უკეთესი ქართულით წერდნენ, თორემ რაც მეტ ინფოს ჩატევენ უკეთესი.
odala
05 მაისი 2019 08:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული