სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში მადრიდის მასტერსის პირველივე წრიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 37-ე ჩოგანთან, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან 7:6, 3:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თამაში 2 საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი - არც ერთი.

ტიაფო მეორე წრეში კოლშრაიბერსა და კუკუშკინს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი რომის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას, იქამდე კი მადრიდის მასტერსზე წყვილთა თანრიგში იასპარეზებს - 7 მაისს მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ბრიტანელი ჯეიმი მარისა და ბრაზილიელი ბრუნო სოარეშის დუეტს შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ