ნიკოლოზ ბასილაშვილთან მარცხის შემდეგ მარტონ ფუჩოვიჩმა გამოკითხვა ჩაატარა

AutoSharing Option
გუშინ, 12 მაისს, საქართველოს პირველმა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის პირველ წრეში თავისთვის უხერხული მეტოქე - უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში დაამარცხა - 6:1, 7:6.

მატჩის ბოლოს საკამათო სიტუაცია იყო.  ნიკოლოზი მატჩბოლის დროს აწვდიდა, როცა ხაზის მსაჯმა აუტი დააფიქსირა, თუმცა კოშკურის მსაჯი ჩამოვიდა, შეამოწმა და ჩათვალა, რომ ბურთი აუტში არ ყოფილა; ამიტომაც ბასილაშვილს პირველი მოწოდების უფლება მისცა. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ფუჩოვიჩი, რომელმაც იქვე გააპროტესტა. თუმცა კოშკურის არბიტრი გარკვევით უხსნიდა, რომ თეთრ ზოლსა და ბურთის დაცემის
ადგილს შორის თავისუფალი სივრცე არ იყო; ეს ნიშნავდა იმას, რომ ბურთი ხაზსაც შეეხო.

როგორც ჩანს, ამ ეპიზოდმა უნგრელ ჩოგბურთელს ძალიან დაწყვიტა გული და მოიფიქრა, გამოკითხვა ჩაეტარებინა. მან ფოტო გადაუღო ბურთის დაცემის ადგილს და "ინსტაგრამზე" ატვირთა.

"ეს ბოლო ბურთი იყო ჩემი მატჩიდან. არ მინდოდა ამის გაკეთება, თუმცა ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ფოტო დამედო. თუ ბურთი აუტშია, მაშინ ორმაგი შეცდომაა და მე შანსს ვინარჩუნებ... თუმცა მსაჯმა ეს შანსი წამართვა..."

Sportall.Ge

როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ვხედავთ, ფუჩოვიჩის ფანები თავიანთ საყვარელ ჩოგბურთელს ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ აუტი იყო.

თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეშია და ხვალ ლაზლო ჯერეს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო...ეს მართლა ფუჩოვიჩი.
Tazo
09:37 14-05-2019
2
ასეა თუ ისე, კი წამოეგო ფუჩოვიჩი კატლეტის ჩეკივით!:)
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული