ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს ჯერეც ზედ მიაყოლა - შემდეგი მეტოქე ნადალია? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მსოფლიოს 32-ე ჩოგანს, უნგრული წარმოშობის სერბს, ლასლო ჯერეს 7:5, 6:4 მოუგო.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და 64 225 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი ჯერეს აქამდე სამჯერ შეხვდა, ერთხელ მოუგო, ორჯერ კი დამარცხდა, ბოლოს ბუდაპეშტის ტურნირზე სამ სეტში.

რომის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში დაამარცხა, მერვედფინალში კი რაფაელ ნადალსა და ჯერემი ჩარდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნადალისა და ჩარდის შეხვედრა 15 მაისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ ყველა წარმატებას, რასაც შენთვისაც და ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გისურვებ ნადალის დამარცხებას. ის ისეთივე მრისხანე აღარ არის, როგორც ადრე იყო.
ამის მოხერხება მხოლოდ ძალების მაქსიმალური კონცენტრაციით და იღბალიც თუ ჩვენ მხარეს იქნა მაშინაა შესაძლებელი.
გია
13:43 15-05-2019
1
ნადალს პირველი სეტი მოუგე ნიკოლოზ და დანარჩენს შესვენებაზე მოგწერთ
ბადრი, უსუფი, ამირან ...
10:43 15-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული